суббота, 10 октября 2015 г.

პროექტული სწავლების არსი მართლაც დავინახე. გავეცანი გზამკვლევსაც. მომეწონა პორტფოლიოს ნაჩვენები პრინციპი. მასალის ლოგიკური განაწილება. რასაც ადრე უმნიშვნელოდ მივიჩნევდი, ახლა მთავარ ასპექტად მეჩვენება. მიზნების სწორი შერჩევა და მიმართულების მიმცემი კითხვების სწორი ფორმულირება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც წინარე ცოდნის გამოვლენაში ასევე პროექტის სწორი მიმართულებით წარმართვაში. მრავალი რამ თანდათან ნათელი ხდება. ბლუმის ტაქსონომიის საკვანძო სიტყვებმა ნათელი მოჰფინა ადრე ჩემთვის გაურკვეველ საკითხებს. მინდა ავღნიშნო შეფასების დროში გაწერილი გეგმის დიდი მნიშვნელობაც, რომელიც პროექტის ხერხემალი მგონია. პროექტებით სწავლება ხელს შეუწყობს მოსწალეთა 21-ე საუკუნის უნარების გამოვლენას, კვლევების ჩატარებას, მოსწავლეთა ჩართულობას, მოტივაციის ამაღლებას, პრობლემებზე დაფიქრებას, პროექტს უკვე სხვა თვალით შევხედე და გამიჩნდა მოტივაცია მომავალში უფრო უკეთესად განვახორციელო საკითხები.

Комментариев нет:

Отправить комментарий