суббота, 17 октября 2015 г.

პროექტის პორტფოლიო



ლინკები
https://youtu.be/fIZ3QL3gtPk

https://youtu.be/YViTTQqUUTc











დასრულდა ტრენინგი ,,პროექტებით სწავლება''  .   ავტვირთე  პროექტი ,, ბავშვები და მათი ქცევა'' .   ჩემთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო ეს 36 საათი .  ტრენინგზე მიღებული ცოდნას გამოვიყენებ ჩემს მუშაობაში .  მადლობა ტრენინგის ორგანიზატორებს და ტრენერს , ირინა მარკოზაშვილს იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რომელიც მან თითოეულ ჩვენთაგანთან გაწია










.დღეს გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს. დასასრულს უახლოვდება ჩვენი მუშაობა, პროექტის    მომზადების ყველა ეტაპი სულ უფრო დამაფიქრებელია. ფასილიტაციური მასალის მიწოდება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია  მოსწავლის თვითრეგულირებისათვის. მიღებულ ცოდნა დამეხმარება  საგაკვეთილო პროცესის წარმატებით წარმართვაში .
დიდი მადლობა ქალბატონ ირინას იმ თავდაუზოგავი შრომისთვის , რაც ჩვენთან გაწია.

воскресенье, 11 октября 2015 г.

გავეცანი შეფასების რუბრიკას.
 შეფასების რუბრიკა გვაძლევს საშუალებას სწორად განვსაზღვრო  და შევაფასო პროექტის ყველა ეტაპი და გავითვალისწინო ყველა სტრატეგია თუ ინსტრუმენტი. . გამოვარჩევდი რუბრიკებს, თანატოლების უკუკავშირს. ძალიან მომეწონა ჩეკლისტის არსი.
შეფასების ინსტრუმენტებში გარკვევა ძალიან დამეხმარება პროექტის სწორე წარმართვაში და მოსწალეთა შესაძლებლობების გამოვლენაში, მათი მაღალი სააზროვნო უნარების გამოვლენაში.

суббота, 10 октября 2015 г.

პროექტული სწავლების არსი მართლაც დავინახე. გავეცანი გზამკვლევსაც. მომეწონა პორტფოლიოს ნაჩვენები პრინციპი. მასალის ლოგიკური განაწილება. რასაც ადრე უმნიშვნელოდ მივიჩნევდი, ახლა მთავარ ასპექტად მეჩვენება. მიზნების სწორი შერჩევა და მიმართულების მიმცემი კითხვების სწორი ფორმულირება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც წინარე ცოდნის გამოვლენაში ასევე პროექტის სწორი მიმართულებით წარმართვაში. მრავალი რამ თანდათან ნათელი ხდება. ბლუმის ტაქსონომიის საკვანძო სიტყვებმა ნათელი მოჰფინა ადრე ჩემთვის გაურკვეველ საკითხებს. მინდა ავღნიშნო შეფასების დროში გაწერილი გეგმის დიდი მნიშვნელობაც, რომელიც პროექტის ხერხემალი მგონია. პროექტებით სწავლება ხელს შეუწყობს მოსწალეთა 21-ე საუკუნის უნარების გამოვლენას, კვლევების ჩატარებას, მოსწავლეთა ჩართულობას, მოტივაციის ამაღლებას, პრობლემებზე დაფიქრებას, პროექტს უკვე სხვა თვალით შევხედე და გამიჩნდა მოტივაცია მომავალში უფრო უკეთესად განვახორციელო საკითხები.